ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის
2006 წელს საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ბილატერალურ შეთანხმებას ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკა: სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის”. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი სფეროები, რომლის ფარგლებში მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველო და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ. დოკუმენტის თანახმად, საქართველომ, ევროკავშირის დახმარებით, უნდა მიაღწიოს პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შიდა კონფლიქტების მოგვარება და სხვა.
Source: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველო: დამოუკიდებელ ექსპერტთა ანალიზი: [პუბლიკაცია / ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქ-ში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, ფონდის „ქორდეიდი“ წარმომადგენლობა საქ-ში] - თბ., 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»